top of page

ლიმონის ხე სახლის პირობებშიც ნაყოფიერია, ამისათვის საჭიროა დავიცვათ მისი მოვლის რამდენიმე წესი: 

1. განათება და განთავსება..

სჭირდება გაბნეული სინათლის ზომიერი რაოდენობა. მზის პირდაპირი სხივები შეიძლება მხოლოდ დილას და საღამოს. ძალიან ინტენსიურ განათებაზე მცენარე დაიწყებს აქტიურ ზრდას, მაგრამ შეიძლება შეაფერხოს ნაყოფის გამოსხმა.  ზამთრის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ ხელოვნური განათება,  მცენარე განვათავსოთ აღმოსავლეთ ან სამხრეთ-დასავლეთ მხარეს.  მცენარის სიმეტრიულად ზრდისათვის  2 კვირაში ერთხელ, ქოთანი ცოტა მოვაბრუნოთ სინათლის წყაროსკენ 

2. ტემპერატურული რეჟიმი..

ლიმონს ზრდის სხვადასხვა ეტაპზე სჭირდება სხვადასხვა მიკროკლიმატი. ფოთლების და კვირტების ზრდისას დავიცვათ  დაახლოებით 17 Cº  ტემპერატურული რეჟიმი.  ზამთარშ ეს მაჩვენებელი უნდა ჩამოვწიოთ 15-16 Cº -მდე. დანარჩენ დროს ოპტიმალური ტემპერატურაა  20-25  Cº . მცენარე უნდა დავიცვათ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისა და ორპირისგან. 

3. ტენიანობა და მორწყვა..

ირწყვება რეგულარულად და უხვად. მაისიდან სექრემბრამდე ირწყვება ყოველდღე  ან დღეგამოშვებით. დანარჩენ დროს ყოველ 3-4 დღეში ერთხელ.  მორწყვებს შორის ნიადაგის ზედა შრემ უნდა მოასწროს ცოტა შეშრობა. ფოთლებს ჭირდებათ თითქმის ყოველდღიური წყლის მისხურება.  თუ შეამჩნიეთ რომ ფესვები შეწუხდნენ ზედმეტი მორწყვით, საჭიროა მცენარე გადავრგოთ და სრულიად გამოვუცვალოთ მიწა. ასევე შევამციროთ მორწყვის მოცულობა. 

4. სასუქი. .

ლიმონს ციტრუსისათვის განკუთვნილი მინერალური სასუქი სჭირდება სისტემატიურად, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში. შემოდგომაზე   სასუქის მიწოდების ინტენდივობნა მცირდება 1 ჯერამდე თვენახეცარში.  ზამთარში საერთოდ ვწყვეტთ სასუქის მიწოდებას.  აქტიურ პერიოდში ახალგაზრდა ბუჩქს ყოველ თვე ვაწვდით სასუქს.  თუ უკვე დიდი ცეა, მაშნ - 2 კვირაში ერთხელ. სასუქის მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე ბუჩქი კარგად უნდა მოირწყას.   თუ ლიმონის ხეს აქტიურად გამოაქვს ფოთლები, მაგრამ ამასთან არ გამოაქვს ნაყოფი,  ვეცადოთ გამოვუცვალოთ სასუქი ისეთზე სადაც აზოტის მინიმალური შემცველობაა. 

ლიმონი

    მსგავსი პროდუქტები

    bottom of page